9 მაისს მოსკოვში ჩასვლაზე უარი კიდევ 3-მა ევროპელმა ლიდერმა თქვა. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Rbnett იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიღღვნილ აღლუმს ფინეთის, ნორვეგიისა და ჰოლანდიის ლიდერები არ დაესწრებიან. უკვე ცნობილია, რომ მოსკოვში ჩასვლაზე უარი ბრიტანეთის პრემიერმა, გერმანიის კანცლერმა, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა, ასევე ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმაც თქვეს.