ჯიჰადისტთა მსხვერპლი, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ისტორიული ქალაქი გახდება. ოთხდღიანი შეტაკებების შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიის ქალაქი ბორსა აიღეს. ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ბოსრას ისტორიული ძეგლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-14 საუკუნით თარიღდება. ქალაქი საუკუნეების მანძილზე რომისა და სპარსეთის იმპერიების მფლობელობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი სასანიდებისა და არაბული ხალიფატის მმართველობაში გადავიდა. ბოსრაში რომაული, ბიზანტიური და მუსულმანური ძეგლების ნანგრევები და ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ანტიკური თეატრია.