უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დააპატიმრეს. ამის შესახებ ტელეარხი "112 უკრაინა" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი სჩკოვსკისთან ერთად მილიციამ მისი პირველი მოადგილე ვასილი სტოეცკიც აიყვანა. ხელბორკილები მათ პირდაპირ მთავრობის სხდომაზე დაადეს. წინასწარი ვერსიით, მაღალჩინოსნებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ.