უკრაინის უშიშროების სამსახური ოდესაში მასშტაბური კონტრტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა. მისივე თქმით, კონტრტერორისტული ზომები ოდესასა და მის შემოგარენში გახშირებულ აფეთქებებს უკავშირდება, რაც ოდესის ოლქში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს. რამდენიმე დივერსანტული ჯგუფი უშიშროების სამსახურმა უკვე დააკავა. მათი სახლების ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ასაფეთებელი ნივთიერებები ამოიღეს.