ნიგერიაში ისლამისტები გააქტიურდნენ. "ბოკო ჰარამის" მებრძოლები თავს ამჯერად ქალაქ დამასაკს დაესხნენ. რადიკალებმა ქალაქის დასახლებული რაიონებიდან ასობით ქალი და ბავშვი გაიტაცეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გატაცებულთა რაოდენობა 500-ს აღემატება. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ 50-მდე ტყვე ისლამისტებმა ადგილზე მოკლეს.