კატალონიური ბარსელონა დანი ალვესს კონტრაქტს კვირის ბოლოს გაუგრძელებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა "სპორტი" იტყობინება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 31 წლის ბრაზილიელმა მცველმა პარი სენ ჟერმენთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც სეზონზე 9 მილიონი ევრო უნდა მიეღო. დანი ალვესი კატალონიურ კლუბში 2008 წლიდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში მან კლუბთან ერთად 16 ტიტული მოიგო.