პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კუბაში ევროკავშირის მაღალჩინოსანი ჩავიდა. ჰავანას ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ეწვია. ფედერიკა მოგერინი კუბის ლიდერს, რაულ კასტროს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირსა და კუბას შორის ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზე იმსჯელეს. უახლოეს ხანებში ბრიუსელში ვიზიტს კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი გეგმავს. წლის ბოლოსთვის კი კუბასა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.