რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან სახალინის გუბერნატორი გაათავისუფლა.ამის მიზეზად კრემლი ალექსანდრ ხოროშავინის მიმართ პრეზიდენტის ნდობის დაკარგვას ასახელებს. ხოროშავინი მარტის დასაწყისში დააპატიმრეს და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ქრთამის სახით 5,6 მილიონი დოლარის აღება ედება, რასაც ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს.