საფრანგეთის ალპებში კატასტროფის ადგილას ნაპოვნი თვითმფრინავის შავი ყუთი დაზიანებულია. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა. მისივე თქმით, სამაშველო ოპერაცია ზემო პროვანსში დღეს დილიდან განახლდა და შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს. დღესვე ტრაგედიის ადგილს გერმანიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ლიდერები მოინახულებენ. ეარბასის ტიპის სამგზავრო ლაინერმა კატასტროფა გუშინ განიცადა, რასაც ბოლო მონაცემებით, 150 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა გერმანიის მოქალაქეა.