მსოფლიოში ყველაზე "ჭკვიანი სამაჯური” ბინის ფასი ღირს
ბევრი მიიჩნევს, რომ ე.წ. "ჭკვიანი საათი" - Apple Watch-ის ან მიმართულებით ყველაზე ძვირადღირებული ნივთია, რადგანაც მისი პრემიუმ მოდელის ფასი 17 ათას დოლარს აღწევს. ხშირად მის ფასს ავტომობილის ღირებულებასაც კი ადარებენ, მაგრამ რას იტყვით "ჭკვიან სამაჯურზე", რომლის ფასიც მოსკოვში ბინის ფასზე უფრო ძვირია?
იტალიურმა სამოდელო სახელმა Pininfarina-მ Сhristophe & Co-sgan სმარტ-სამაჯურ Armill Apollo-ზე მიიღო შეკვეთა, რომელიც 18 კარატიანი ოქროსგან და ძვირფასი ქვებისგან იქნება დამზადებული.
გაჯეტის ღირებულება 149 ათასი დოლარი იქნება.
გარდა ტრადიციული ფუნქციებისა "ჭკვიან სამაჯურს" "ჭკვიანი სახლის" მართვის ფუნქციაც ექნება. მისი საშუალებით ასევე შესაძლებელი იქნება კომპიუტერული ავტომობილებისა და იახების მართვაც.
სამაჯურის დამუხტვა სპეციალური მოწყობილობით წელიწადში 2-ჯერ იქნება საჭირო, რადგანაც ხელზე კეთებისას ის მზის ენერგიით ავტომატურად იმუხტება.