კვლევამ აჩვენა, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ჰყავს თავისი მკვეთრად გამოკვეთილი ამომრჩეველი, - ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლდერი ალქესი პეტრიაშვილი IRI-ის კვლევების შედეგებს.
„ეს იყო ჩვენი, „თავისუფალი დემოკრატების“, როგორც ცალკე აღებული პარტიის პირველი კვლევა. ჩვენ ვართ კმაყოფილი ამ შედეგებით. კვლევამ აჩვენა, რომ პარტიას ჰყავს თავისი მკვეთრად გამოკვეთილი ამომრჩეველი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის ნაწილი. ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად, კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, "ქართული ოცნება" 36%-ით ლიდერობს.
IRI-ის კვლევების მიხედვით პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.