ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი უეფას პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს. გადაწყვეტილება ვენის კონგრესზე იქნა მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ასოციაციას პლატინი 2019 წლამდე უხელმძღვანელებს. უეფას პრეზიდენტად წარსულში ცნობილი ფეხბურთელი 2007 წელს აირჩიეს. მისი მმართველობის პერიოდში ორგანიზაციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გატარდა. პლატინის ინიციატივით ევროპის ჩემპიონატის ტურნირის ფინალისტთა რაოდენობა 24 გუნდამდე გაიზარდა და ევროთასების სისტემის რეორგანიზაცია განხორციელდა.