ევროპის ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდი 25 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა. მისივე თქმით, მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდი 1,25 მილიარდ ევროს მიაღწევს, ევროპის ლიგის ფონდი კი 380 მილიონ ევროს გადააჭარბებს. ფინანსური პირობების დეტალებს ევროთასებზე მონაწილე კლუბები უეფას სპეციალურ სხდომაზე თვის ბოლოს გაეცნობიან.