დონბასელი ამბოხებულები პუტინს არ ექვემდებარებიან. ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა განაცხადა. "ნატოსა და დასავლეთის განცხადებების საპირისპიროდ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამბოხებულები რუსეთის მარიონეტები არ არიან. ისინი პატივს სცემენ რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს მათზე გავლენა არ აქვს. პრეზიდენტი მათ იარაღის დაყრას ვერ უბრძანებს,"-აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.