კრემლის ლიდერის 10 დღიან გაუჩინარებასთან დაკავშირებით მისმა პრეს-მდივანმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. დიმიტრი პესკოვმა ინტერვიუ გამოცემა Dagbladet-ს მისცა. "ეს ისტორია ბევრს უკვე ხუმრობის ხასიათზე აყენებს. პრეზიდენტი ამ დროის განმავლობაში თავის რეზიდენციაში მუშაობდა. ზოგჯერ ხალხს ჰგონია, რომ თუ პრეზიდენტს ტელევიზიით არ აჩვენებენ, ის სახლში ზის და არაფერს აკეთებს. "-განაცხადა პესკოვმა.