რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო მოტივი, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ აქციების მომზადებაში მისი ამერკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ყოფილიყო.
ასეთი ვერსია, სპეცსამსახურების წყაროზე დაყდნობით, გერმანულმა გამოცემა ,,Allgemeine Sonntagszeitung” - მა გააჟღერა.
გაზეთის ცნობით, ნემცოვი აშშ-ს ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით, წამყვანი რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციების შესამუშავებლად ინფორმაციას აწვდიდა.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ მილოვი მიჩნევს, რომ ეს ვერსია სიმართლესთან ყველაზე ახლოს დგას.
მისი თქმით, პუტინი და მისი გარემოცვა არ მოელოდნენ, რომ სანქციები რუსეთის ფინანსურ სექტორზე ასე ძალიან იმოქმედებდა.
,,ისინი დიდი ხანია თვლიდნენ, რომ ასეთი მკაცრი ფორმატის სანქციების მიღებაში პერსონალურად ნემცოვს მიუძოდა ბრალი.” - აცხადებს მილოვი ,,ალგემაინე ზონთაგსცაითუნგ” - თან საუბარში.
გამოცემის ინფორმაციით, ამას გარდა, ნემცოვი ამერიკის შერთებულ შტატებს დახმარებას უწევდა ე. წ. ,,მაგნისტსკის სიის” ფორმირებაში, რომელიც 2012 წელს მიიღეს.
ის 2014 წელს ამერიკელ რესპუბლიკელ-სენატორებს ჯონ მაკკეინსა და რონ ჯონსონსაც შეხვდა.
შეხვედრის დროს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მათ 13 რუსი მოქალაქის ვინაობა გააცნო, რომლებიც დასავლეთის მიერ გამოტანილი გაფართოებული სანქციების სიაში უნდა შეეტანათ. მათ შორის პუტინის ახლო წრის წარმომადგენლებიც იყვნენ.
,,ალგემაინე ზონთაგსცაითუნგ”- ი ასევე წერს, რომ ნემცოვის მოღვაწეობას ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი აფინანსებდა.