თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა ბრიფინგი გამართა. შოშიაშვილმა საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ მიღებულ დადგენილებაზე ისაუბრა.
დეპუტატმა ბრიფინგზე იმ ვადებზე ისაუბრა, რომლებშიც, ფინანსთა სამინისტროს დავალებით, სამინისტროებსა და თვითმმართველობებს, მათ შორის თბილისის თვითმმართველობას, ბიუჯეტის დეფიციტის მართვის მიზნით, საბიუჯეტო ცვლილებები უნდა წარმოედგინათ.
თამაზ შოშიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ხვალ, 24 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე ქალაქის მერს დავით ნარმანიას ელოდებიან და იმედი გამოთქვა, რომ მერი ფრაქციის სხდომაზე მივა და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.