პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.
პრეზიდენტის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცეში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, რათა სასამართლოს სტატუსი უფრო ამაღლებულიყო და გამყარებულიყო.
,,ამ მართა ღია პროცესის შედეგად რომელიც ღია იყო კანდიდატის შერჩევამდე, ასევე ძალიან ღია და გახსნილი იყო შემდეგაც და ამ პროცესის შემდეგ დღეს ჩვენ გვყავს სასამართლოს თავმჯდომარე რომელსაც მე დღე თქვენ წარგიდგენთ დიდი მომავლის იმედით”, _განაცხადა პრეზიდენტმა.
უზენაეს სასამართლოში ნინი გვენეტაძის წარდგენის ცერემონიალს დიპლომატები, მოსამართლეები ესწრებიდნენ.
გვენეტაძემ პოსტი ათი წლით ჩაიბარა. იგი პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა და მის კანდიდატურას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს ხმა არ მისცეს ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელსაც თავადაც სურდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა.