იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ათენს მოკლევადიან კრედიტს არ გამოუყოფს, საბერძნეთი საგარეო ვალების დაფარვას ვერ შეძლებს. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს აცნობა. მისივე თქმით, ვალების გადახდა საბერძნეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს, რაც დაუშვებელია. ციპრასი და მერკელი მოლაპარაკებას დღეს ბერლინში გამართავენ.