ინგლისური „ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჟერარდი სტადიონზე შესვლიდან 40 წამში გააძევეს. შეცვლაზე შესულ ჟერარდს მსაჯმა წითელი ბარათი უხეშობისთვის უჩვენა. მანჩესტერ იუნაიტეტის თავდამსხმელს, ანდერ ერერეს ლივერპულეთა კაპიტანმა ფეხზე დააბიდა, რაც რეფერის აზრით, მან შეგნებულად გააკეთა. შეხვედრა მანჩესტერის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.