უკრაინელი დეპუტატები ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის ვაჟის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ. ოპოზიციური ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, ნესტორ შუფრიჩისა და დეპუტატ ანტონ გერაშენკოს თქმით, უმცროსი ვიქტორ იანუკოვიჩი ბაიკალზე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ტბაზე ყინული ჩაუტყდა. მანქანაში მყოფი 5 ადამიანი დაღუპვას გადაურჩა, იანუკოვიჩი კი, რომელიც მანქანას მართავდა, ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურს უმცროსი იანუკოვიჩის დაღუპვის ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.