უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი კიდევ 4-მა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა.
უკრაინის მოქალაქეობის მიღების თხოვნით უკრაინის პრეზიდენტს პოროშენკოს მიმართეს: - საქართველოს შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია გეწაძემ, საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის ყოფილმა უფროსიმა ხატია შელიამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილმ ჯამბულ ებანოიძემ, - საქართველოს შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი წიკლაურმა.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანამდებობებზე მოიაზრებიან "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი კადრები.
უკრაინის ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე რამდენიმე ქართველია. დავით საყვარელიძე - უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია. ეკა ზღულაძე შს მინისტრის მოადგილე. ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველია.