კანის 68-ე კინოფესტივალზე რუსეთმა ,,კანონიერი ქურდების” შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ,,HOMMES ” წარადგინა.
სურათის გადაღება ორი წელი მიმდინარეობდა. ამ დროის ნახევარი სცენარის დაწერაზე დაიხარჯა, გადაღებები კი 6 თვის განმავლობაში საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში, მოსკოვის, მინვოდისა და ვლადიმირის ოლქებში მიმდინარეობდა.
დოკუმენტურ ფილმს ცნობილი ,,კანონიერი ქურდების” ,,დედ ჰასანისა” და ,,რუდიკის” შესახებ ადრე გადაღებული და გამოუქვეყნებელი ვიდეოარქივი დაედო საფუძვლად. ასევე, ის გულახდილი ინტერვიუები, რომელიც მათი ახლობელი ადაიანებისგან არის აღებული.