კიევში ევროპის ლიგის თამაშებზე დასწრების რეკორდი მოიხსნა. მერვედფინალურ შეხვედრას, რომელშიც დინამო ინგლისურ ევერტონს მასპინძლობდა, 67 553 მაყურებელი დაესწრო. კიეველებმა სტუმრები გამანადგურებელი ანგარიშით 5:2 დაამარცხეს. წინა რეკორდი მანჩესტერ იუნაიტეტის ფანებს ეკუთვნით. 2012 წლის თებერვალში იუნაიტეტისა და აიაქსის შეხვედრას ოლდ ტრაფორდზე 67 328 ადამიანი ესწრებოდა.