შავი ოქრო იაფდება. დღეს დილით ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბარელი ნავთობის ღირებულებამ 43,96 დოლარი შეადგინა, რაც გუშინდელ მაჩვენებელზე 70 ცენტით ნაკლებია, ლონდონის ბირჟაზე კი ნავთობის ფასი 1,48 დოლარით დაეცა და ბარელის ღირებულება 54,43 დოლარით განისაზღვრა.