დღეს, 19 მარტს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეა მერაბ აბრამიშვილის პერსონალურ გამოფენას სხელწოდებით „უცნობი მერაბ აბრამიშვილი“ უმასპინძლებს.
წარმოდგენილი იქნება მხატვრის ადრეული ნამუშევრები: ორი გრაფიკული სერია „ ამირანის ეპოსი“, და „ალავერდობა“; პორტრეტები, კომპოზიციები და ადრეული ფერწერული ტილოები.
ნამუშევრები თიბისი გალერეამ მერაბ აბრამიშვილის ოჯახის კოლექციიდან შეარჩია. გამოფენის ორგანიზატორთა სურვილი იყო, საზოგადოება ახალგაზრდა მხატვრის ძიების ადრეულ პერიოდს გაცნობოდა - ექსპოზიცია იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა მერაბ აბრამიშვილის შემოქმედებითი გზა.
16 მარტს მერაბ აბრამიშვილს 58 წელი შეუსრულდებოდა. ექსპოზიცია თიბისი გალერეამ მის იუბილეს მიუძღვნა.
დასწრება თავისუფალია