19 მარტს გიამართება რეჟისორ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტრური ფილმის ”სალამი მავთულხლართებიდან” პრეზენტაცია. ფილმი გადაღებულია ”თი-სტუდია-ს” მიერ „კავკასიური სახლის“ პროექტის “ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ.
”სალამი მავთულხლართებიდან” - ეს არის ფილმი კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ფილმის ჩვენება გაიმართება 16.00 საათზე, მისამართზე, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ფურცელაძის ქ. # 1