მრავალსერიანი მხატვრული ფილმის „9+1“ შემოქმედებით ჯგუფსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება შედგება, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლს ნიკოლას ქეიჯი, ხოლო ივანიშვილის როლს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს. პოლიტიკური სერიალის, მხატვრული ფილმის გადაღების შესახებ ყოფილმა პრემიერმა რამდენიმე თვის წინ დააანონსა.
ტვ. "იმედის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში საქართველოს პოლიტიკური ლიდერების როლებს სხვადასხვა მსახიობები, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავები განასახიერებენ.
კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა ჰოპკინსმა არა ივანიშვილი, არამედ ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე განასახიეროს.
ფილმის „9+1“ გადაღებების დაწყებას გოგა ხაინდრავა სექტემბრიდან გეგმავს.