მადრიდში ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ადგილობრივმა ატლეტიკომ ლივერკუზენის ბაიერი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მერვედფინალის პირველი თამაში მადრიდელებს გასვლაზე ამავე ანგარიშით ჰქონდათ წაგებული, რის გამოც დამატებითი დრო დაინიშნა. მეტოქეებმა ოვერტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლეს, პენალტების სერიაში კი ატლეტიკომ იმარჯვა. გადამწყვეტი გოლინ ბაიერის კარში ფერნანდო ტორესმა შეაგდო.