არსენალი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში ლონდონელებმა მონაკო 2:0 დაამარცხეს, თუმცა პირველი წაგებული მატჩის გამო (1:3) მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდნენ. შეხვედრის 36-ე წუთზე მონაკოს კარში ოლივიე ჟირუმ გაიტანა, 79-ე წუთზე კი მეტოქის კარი აარონ რემსიმ დალაშქრა, რაც მეოტხედფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.