მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ფალსიფიცირება რუსეთის ავტორიტეტის შერყევას ისახავს მიზნად. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. "ხანდახან ენაც არ მიბრუნდება, გავიმეორო ყველა ის უნამუსო მოსაზრება, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათი მიზანი ნათელია. მათ სურთ რუსეთს გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი წაართვან, ერთმანეთს დააშორონ და წაჰკიდონ ერები და ისტორიული სპეკულაციები გეოპოლიტიკური მიზებისთვის გამოიყენონ,"-აღნიშნა პუტინმა.