იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში რომამ სამპდორიასთან სახლში წააგო. ანგარიში შეხვედრის 60-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ლორენცო დე სილვესტრიმ გახსნა, 78-ე წუთზე კი ლუის მურიელმა ანგარიში ორამდე გაზარდა. 81-ე წუთზე მსაჯმა უხეში თამაშისთვის რომაელთა ნახევარმცველი კეიტა გააძევა. სამპდორიასთან წაგებული თამაშის შემდეგ რომა სერია A სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და იუვენტუსს 14 ქულით ჩამორჩება.