ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი, 1992-93 წლების ომის მონაწილე და ვეტერანი დიმიტრი არგუნი აფხაურ გამოცემებთან 1993 წელს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ეს დღე მათთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.
მისი თქმით, 15 მარტს გვიან ღამით დაწყებული შეტევის შემდეგ, 16 მარტს ქართველებმა თავიანთი პოზიციები დაიბრუნეს, რამაც აფხაზური შენაერთების ცოცხლად დარჩენილი მებრძოლების დაქსასვა გამოიწვია.
,,მე და რამდენიმე ჩემმა თანამებრძოლმა 16 მარტს, დილით მდინარე გუმისთაზე გადასვლა ვცადეთ, მაგრამ ქართველებმა ყველა მხრიდან სროლა დაგვიწყეს.
მდინარის პირას რაღაც მიწაყრილი ვიპოვეთ, თავი იმას შევაფარეთ და ვიდრე არ მოსაღამოვდა და კარგად არ ჩამობნელდა, იქიდან ფეხი ვერ მოვიცვალეთ.
გუმისთის მთელი სანაპირო დაღუპული და დაჭრილი მებრძოლებით იყო სავსე. დაჭრილების კვნესა გვესმოდა, მაგრამ მათი დახმარებას არ შეგვეძლო. ქვევით მათთან ჩასვლას ვერავინ ვბედავდით, რადგან მოწინააღმდეგე გამუდმებით ისროდა. ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი.” - განაცხადა არგუნმა აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას და დაამატა, რომ აფხაზებმა ფრონტის ხაზის მალულად და ქაოტურად დატოვება მხოლოდ დაღამების შემდეგ მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ 1993 წლის 16 მარტს სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა, რომელიც ქართულმა შენაერთებმა დიდი უპირატესობით მოიგეს. თავგანწირული ბრძოლის შედეგად ქართულმა მხარემ შეძლო მოწინააღმდეგის მოგერიება და დღის ბოლოს მდინარე გუმისთვის გასწვრივ მდებარე სოფლებში, ქვედა ეშერაში, გუმისთასა და აჩადარაში პოზიციები აღიდგინა.
აფხაზების მონაცემებით, 16 მარტის შეტევის შედეგად გუმისთის ფრონტზე მათ 400-მდე მეომარი დაეღუპათ, ხოლო 30 ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ქართული მხარის სტატისტიკის მიხედვით კი ამ ბრძოლაში აფხაზებმა 1000-მდე მებრძოლი დაკარგეს.