„პარი სენ ჟერმენის“ ფორვარდს, ზლატან იბრაგიმოვიჩს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუხდა. ამის მიზეზი „ბორდოსთან“ შეხვედრის შემდეგ მის მერ გაკეთებული განცხადება გახდა. მსაჯებზე განაწყენებულმა იბრაგიმოვიჩმა განაცხადა, რომ საფრანგეთი „პარი სენ ჟერმნის“ მსგავს კლუბებს არ იმსახურებს. „მინდა დავაზუსტო, რომ ამ განცხადებით არც საფრანგეთის და არც ფრანგი ხალხის შეურაცხყოფა არ მიფიქრია. მხედველობაში მქონდა ფეხბურთი და არა სხვა რამ. მსაჯების არაკომპეტენტურობამ ძალიან გამაღიზიანა და შესაძლოა ის, რაც ვთქვი, სხვანაირად ჟღერდა. ამის გამო ბოდიშს ვიხდი,“-განაცხადა იბრაგიმოვიჩმა.