მადრიდის რეალმა მოიგო. ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში სამეფო კლუბმა საკუთარ მოედანზე ლევანტე დაამარცხა. ანგარიში მე-18 წუზე ბეილიმ გახსნა, 40-ე წუთზე კი მადრიდელთა თავდამსხმელმა დუბლი მიითვალა. ამჟამად რეალი სატურნირო ცხრილში 64 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას მადრიდელები 22 მარტს ბარსელონასთან გამართავენ.