პოროშენკო პირობას ასრულებს. დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონპროექტი უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში უკვე შეიტანა. მანამდე უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭომ მოქმედებების ზონა განსაზღვრა, სადაც განსაკუთრებული სტატუსის კანონი გავრცელდება. დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული ტერიტორიებისთვის განსაკუთრებული სატატუსის მინიჭების ვალდებულება კიევმა გასული წლის სექტემბერში აიღო.