რომის კათოლიკური ეკლესია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს. ამის შესახებ გაეროში ვატიკანის მუდმივმა წარმომადგენელმა სილვანო ტომაზიმ განაცხადა. მისივე თქმით, ჯიჰადისტების შესაჩერებლად სამხედრო კამპანია დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოალიციაში მუსლიმანური სახელმწიფოებიც გაერთიანდებიან.