"რუსეთის როლი უკრაინის კონფლიქტში"-სპეციალურ მოხსენებას, რომელსაც ბორის ნემცოვი ამზადებდა, მისი მეგობრები აპრილის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებენ. ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ილია იაშინმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოხსნების ძირითადი ნაწილი გადარჩენილია, რადგანაც ის პარტიულ ოფისში ინახებოდა. რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში 28 თებერვალს მოკლეს.
ფსბ-მ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ჩრდილოეთ კავკასიელი დააკავა.