თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებსა და რუსეთის ნაკრებს შორის ანგარიშით 33:0 დასრულდა.
ქართველმა მორაგბეებმა ოთხი ჯარიმა და სამი გარდასახვა შეასრულეს (კვირიკაშვილი) და სამი ლელო დადეს (კაჭარავა, ჟვანია, ასეშვილი)
მატჩი სტადიონზე სრული ანშლაგის პირობებში გაიმართა.
საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს მე-19 მატჩი გაიმართა.
წინა 18 მატჩიდან 16-ში გამარჯვება ქართველ მორაგბეებს დარჩათ, ერთხელ რუსებმა მოიგეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.