ხვალ, 15 მარტს, 16:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში მირზაანში მხატვრის სახლმუზეუმში დაცული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინიციატივით, ნიკო ფიროსმანიშვილის მირზაანის სახლმუზეუმიდან ხელოვნების სასახლეში გადმოტანილია ფიროსმანის 15 ორიგინალი.
მირზაანის აღნიშნული კოლექცია, თბილისში 1978 წლის შემდეგ პირველად იფინება. აღსანიშნავია, რომ ნიკალას ორიგინალებთან ერთად, პირველად იქნება წარმოდგენილი ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის პაბლო რუის ი პიკასოს მიერ 1972 წელს შექმნილი ფიროსმანის უნიკალური გრაფიკული პორტრეტი.
გარდა ამისა, ხელოვნების სასახლეში წარმოდგენილი იქნება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული ფიროსმანის პერსონალური გამოფენების აფიშები.