ეგვიპტეს ახალი დედაქალაქი ექნება. ეგვიპტის მთავრობა, ახალ დედაქალაქს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ააშენებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ეგვიპტის მშენებლობის მინისტრმა მუსტაფა მადბულმა გააკეთა. მინისტრის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ქალაქი კაიროს აღმოსავლეთით, 45 კილომეტრში აშენდება.
ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ახალი ქალაქის მშენებლობა გარდაუვალია, რადგანაც კაიროში ამ ეტაპზე 20 მლნ ადამიანი ცხოვრობს და 40 წლის შემდეგ მაცხოვრებელთა რაოდენობა უკვე გაორმაგებული იქნება.
მინისტრის განმარტებით, ახალი დედაქალაქი 5 მლნ მაცხოვრებელზე იქნება გათვლილი. პროექტის პირველი ნაწილი 7 წელში განხორციელდება. პროექტის საწყისი ეტაპის განსახორციელებლად 45 მლრდ დოლარის ინვესტიციაა საჭირო.