ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის სახალხო საბჭომ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების თემა დღეს განსახილველი საკითხების სიიდან ამოიღო.
ამის შესახებ ,,რია ნოვოსტის” სეპარატისტული ლუგანსკის მთავრობის პრეს-სამსახურმა აცნობა.
აასეთი გადაწყვეტილების მიზეზი პრეს-სამსახურის წარმომადგენელს არ დაუსახელებია.
უცნობია ისიც, თუ როდის ჩასვმას ,,სახალხო საბჭო” ამ საკითხს მომავალი სხდომების ოქმში.
დღევანდელ სხდომაზე ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ალექსეი კარიაკინმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მრავალი დოკუმენტის მოგროვებაა საჭირო.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პრესაში გვარცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეპარატისტული ლუგანსკი ,,სახახლო საბჭოს” დღევანდელ სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების საკითხს განიხილავდა.
ამასთან, თავად სოხუმის რეჟიმს აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონები, ე. წ. ,,ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები” დამოუკიდებელ სუბიექტებად დღემდე არ უღიარებია.