დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერებმა ალექსანდრ ზახარჩენკომ და იგორ პლოტნიცკიმ გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს საგანგებო წერილით მიმართეს. მათი მტკიცებით, უკრაინული მხარე მინსკის შეთანხმების ვალდებულებას არ ასრულებს, რისთვისაც კიევს სანქციები უნდა დაუწესდეს. "იძულებულნი ვართ მოგმართოთ, როგორც მინისკის შეთანხმების შესრულების გარანტორ მხარეს, რათა კიევს პერსონალური და ეკონომიკური სანქციები დაუწესოთ. ამით უკრაინის ხელისუფლებას შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას აიძულებთ,"-ნათქვამია სეპარატისტთა წერილში.