მსოფლიო სავალუტო ფონდიდან უკრაინამ 5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პირველი ტრანში მიიღო.
ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტრო იუწყება.
,,მსოფლიო სავალუტო ფონდის პირველი ტრანში უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზე უკვე შემოვიდა, საიდანაც თანხის ნაწილი ფინანსთა სამინისტროს ჩაერიცხება.” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის საბჭომ უკრაინის დაფინანსებისთვის ახალი ოთხწლიანი საკრედიტო პროგრამა, რომელიც 17 მილიარდ აშშ დოლარს მოიცავს, 11 მარტს დაამტკიცა.
პროგრამის მიხედვით, 2015 წელს უკრაინა 10 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.