ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილი სანქციები ძალაში კიდევ ნახევარი წლით დატოვა.
ასეთი გადაწყვეტილება დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა ბრიუსელში გამართულ საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
,,ევროკავშირის საბჭომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის გამო რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილი შეზუდვები 6 თვით გაახანგრძლივა.
150 ადამიანის და 37 დაწესებულების წინააღმდეგ სანქციები 2015 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.” - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.