კიევმა გაეროს აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობოების შეყვანის ინიციატივით მიმართა. შესაბამისი განცხადება უკრაინულმა მხარემ გაეროში უკვე შეიტანა. დონბასში გაეროს სამშვიდობოების შეყვანის ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტი თებერვლის ბოლოს გამოვიდა, რასაც რუსეთის მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. მოსკოვის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გაეროს უშიშროების საბჭოში აღნიშნულ ინიციატივას განიხილავენ, რუსეთი საკითხს ვეტოს დაადებს.