რუსეთის გაუჩინარებული პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე შესაძლოა მომავალ ორშაბათს გამოჩნდეს.
კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 16 მარტს პუტინი ყირგიზ კოლეგასთან შეხვედრას გეგმავს.
კრემლის ლიდერი ჟურნალისტებს უკვე კვირაზე მეტია აღარ უნახავს, რის გამოც მედია მისი ავადმყოფობის შესახებ ალაპარაკდა.
პუტინს პრეს-მდივანმა პრეზიდენტის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რამდენჯერმე უარყო.