ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი დენით აწამეს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველმა ანდრეი ბაბუშკინმა განაცხადა, რომელმაც განსასჯელი სასჯელთაღსრულების დაწესებაში მოინახულა. მისივე თქმით, დადაევზე ფიზიკური ზეწოლა ჯერ კიდევ მოსკოვში გადაყვანამდე, ინგუშეთში განხორციელდა. დაკავებული მკვლელობაში მონაწილეობას ამ დრომდე არ აღიარებს და აცხადებს, რომ ჩვენება იძულებით დააწერინეს.