"მილანის" ყოფილი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო სამწრთვნელო კარიერას აგრძელებს. მის კანდიდატურას ინგლისის მე-3 დივიზიონში მოასპარეზე კლუბის, "ოლდჰემ ატლეტიკის" მწრთვნელად განიხილავენ. გასული წლის ბოლომდე გატუზო ბერძნულ "ოფის" თავკაცობდა, მანამდე კი ის შვედური "სიონესა" და "პალერმოს" მთავარი მწრთვნელი იყო.