სვეტლანა დავიდოვას სამშობლოს ღალატში აღარ ადანაშაულებენ. განსასჯელის ადვოკატის, ივან პავლოვის განმარტებით, დავიდოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის მტკიცებულებების უქონლობის გამო დახურეს. ვიაზმის მცხოვრები მრავალშვილიანი დედა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 21 იანვარს დააკავეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ის უკრაინის დაზვერვას საიდუმლო მასალებს აწვდიდა.